სოსო ცისკარიშვილი „რუსთავი 2“-ზე: ნებისმიერი შფოთი წინასაარჩევნო პირობებში საფრთხის შემცველია მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის
10-06-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარის სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ნებისმიერი შფოთი  წინასაარჩევნო პირობებში მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია.

 

 

ამის შესახებ ცისკარიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ guardian.ge-სთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ უპრიანი იქნებოდა, ტელეკომპანიასთან დაკავშირებული საკითხი უფრო მშვიდობიანი გზით გადაწყვეტილიყო.

 

 

„ნებისმიერი შფოთი  წინასაარჩევნო პირობებში საფრთხის შემცველია მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის და შესაბამისად მისი სახისთვის, რომელიც აგრერიგ ხშირად არის მონიტორინგის საგანი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ალბათ, უზენაესი სასამართლო უფრო თავშეკავებული და ასე ვთქვათ, სანდო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ სტატუს-ქვო შენარჩუნდეს არჩევნებამდე და მუდმივი თემა არ იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხრიდან რომ – „აი რა ხდება ქვეყანაში“. უპრიანი იქნებოდა, რომ საკითხი უფრო მშვიდობიანი გზით გადაწყვეტილიყო. უპირველეს ყოვლისა უნდა გამიჯნულიყო პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი კერძო დავისგან, რაც  არ მოხდა“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

 

კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე, ექსპერტმა განაცხადა, რომ  თუ ვინმეს სურს უვიზო რეჟიმისკენ  სვლა შეაფერხოს, ეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.

 

 

მისი განმარტებით, ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთის დაბეზღების რეჟიმში არსებობს, რაც დასავლეთისთვის შეუმჩნეველი არ რჩება.

 

 

„გარკვეული გაუგებრობაა ვიზალიბერალიზაციის მიმართ, როგორც მიხეილ სააკაშვილის ასევე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამდენი დავიდარაბა, რასაც ნახევარი წელია ვაკვირდებით ქვეყანაში, არასოდეს ყოფილა. მრავალმხრივი თვითგვემის რეჟიმში ვართ. ერთმანეთის დაბეზღების რეჟიმში არსებობს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ცხადაია შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორების და კეთილისმსურველების მიერ. თუ ვინმეს სურს, რომ უვიზო რეჟიმისკენ ჩვენი სვლა შეაფერხოს, საკმარისზე მეტი არგუმენტები აქვთ ამისთვის მიწოდებული სწორედ ამ ორ პარტიას. არ გამოვრიცხავ რომ ბატონი სააკაშვილისთვის სრულიად  მიუღებელია, რომ მის გარეშე იქნას მიღებული ასეთი რეჟიმი ევროპასთან საურთიერთოდ. ხოლო რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, არ გამოვრიცხავ რომ საქართველოსთვის ასეთი რეჟიმის დამყარება გამაღიზიანებელი იყოს ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობლის პირველი მმართველისთვის. რის გამოც შეიძლება თავის შეკავებაც მისაღები იყოს „ქართული ოცნების“ მთავარი მეოცნებესთვის“,-განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი