საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი "რუსთავი 2" –ის საქმეთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს აფასებს და იმედს იტოვებს, რომ საბოლოოდ უზენაესი სასამართლო გაარკვევს სიმართლეს.
"ძალიან უცნაური პროცესი ვნახე დღეს, რომ ერთადერთი ტელევიზია ვინც სიმართლეს ამბობს არის ”რუსთავი 2” და არასდროს ”ნაციონალურ მოძრაობას”, გვარამიას მეთაურობით, არავისთვის არაფერი წაურთმევია, საერთოდ ცხოვრებაში. არავინ არ საუბრობს იმაზე, რა საკითხთან დაკავშირებით იყო განხილვა, ყარამანაშვილები ფლობენ თუ არა უკანონოდ იმ ქონებას, რომელიც ეკუთვნოდა ქიბარ ხალვაშს, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და გვაქვს მხოლოდ იმის თაობაზე, თუ რა სამართლიანი იყო ბიზნესმენების მიმართ "ნაციონალური მოძრაობა“. არის უზენაესი სასამართლო და იქაც გასაჩივრდება ალბათ და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გავიგოთ, რა ხდება ამ ქვეყანაზე," განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.