ანა დოლიძე: სასამართლო სისტემას სჭირდება არამარტო რეფორმა, არამედ ტრანსფორმაცია
10-06-2016, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში უნდა დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის კულტურა, - აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ანა დოლიძემ გააკეთა.

 

 

"ჩვენ ისტორიულად ეს კულტურა არ გვქონია და უნდა გავითავისოთ, რომ ხმის მიცემით ან არ მიცემით თითოეული პარლამენტარი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. დღეს გამოხატული ნებით პარლამენტის წევრებმა აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მიმართულებაზე რა მიმართულებაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება არამარტო რეფორმა, არამედ ტრანსფორმაცია. ეს ნიშნავს ღიაობას, რადიკალურ რეფორმებს. რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასმართლო სისტემაში, მით უფრო დაგვიანდება სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

 


უზენაეს სასამართლოში მათ დამტკიცებას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრა ასეთი შედეგით დასრულდა: ანა დოლიძე 34 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი; თამარ ლალიაშვილი 27-მომხრე, 2 - წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22- მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

 


შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი არც ერთი მოსამართლეობის კანდიდატი არჩეული არ არის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი