დავით ნარმანია: 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარამდეა
10-06-2016, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარამდეა, - აცხადებს დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია.

 


ნარმანიას თქმით, ამ თანხიდან 80 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, მათგან 26 მილიონი ლარი შეადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობას.

 

 

„2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც გაუნადგურდა საცხოვრებელი სახლი, უზრუნველყოფილი იქნა საცხოვრებელი ფართებით. მეორე კატეგორიის ოჯახებს რაც შეეხებათ, მიმდინარეობს დაზიანებული ბინების აღდგენა. უმეტესობა სამუშაოებისა უკვე შესრულებულია, ხოლო ვინც თავად ახდენს ბინის რემონტს ჩვენთან შეთანხმებულად და ეტაპობრივრად ხდება ხარჯების ანაზღაურება, ჩვენ ამის ფინანსური რესურის გაგვაჩნია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ამ ნაწილში ყველა სამუშაო შესრულებულია, გარდა წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთისა, რომელშიც ინფრასტურქტურის სამინისტრო გვეხმარება, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს, თუმცა ძალიან რთული მონაკვეთია და გარკვეული პერიოდი სჭირდება. ჯამში, როგორც ვვარაუდობდით 100 მილიონამდე ლარია ზიანი, 80 მილიონი უკვე დახარჯულია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

კითხვაზე, როგორ გადაწყდება იმ ორი ოჯახის ბედი, რომლებსაც სასამართლოში დავა აქვთ, ნარმანიამ უპასუხა, რომ დედაქალაქის მერია სასამართლო დავის გადაწყვეტილების შესაბამისად მოიქცევა და ეს ოჯახები დავის დასრულებამდე ქირით არიან უზრუნველყოფილი.

 

 

„გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით დამონტაჟებულია წყლის დონის მზომი და სხვა ჰიდროლოგიური ხელსაწყოები, რაც იძლევა საშუალებას, რომ წყლის დონის მატებაზე ინფორმაცია იქნას მიღებული და ზომები გატარებული. დატბორვის საფრთხე არ არსებობს და ინფრასტრუქტურა აღდგენილია უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, დღეს, ”ექსპო-ჯორჯიაში” 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ წელიწადში შესრულებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერიამ დღესვე 13 ივნისის ამსახველი სტიქიის ფოტოგამოფენაც გაიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი