იანოშ ჰერმანი: ჩვენთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა და პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია
10-06-2016, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა და პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია.

 

 

ამის შესახებ ჰერმანმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოვლენების განვითარებას აკვირდება.

 

 

„საქართველოში ფართო დისკუსია ორ საკითხზე მიმდინარეობს. პირველი, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მეორე, პრესის თავისუფლებას შეეხება. ჩვენთვის ორივე პრინციპი მნიშვნელოვანია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ”რუსთავი-2”-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის წილის 60%  ქიბარ ხალვაშს, 40% კი – კომპანია „პანორამას“ უნდა გადაეცეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი