საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა, თუმცა ელჩი არ ასახელებს დროს თუ როდის დაუწესდება ქვეყანას ვიზა-ლიბერალიზაცია.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.
„ვიდრე ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ გაირკვევა, მანამდე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ბოლო დღეებში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა ლიდერთან და ევროპული ინსტიტუტის წარმომადგენელთან, მეც ველი, როგორ განვითარდება მოვლენები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა და ეს არის ფაქტი. ევროკომისიამ დეკემბერში ანგარიში მოამზადა, სადაც ამაზეა ლაპარაკი. საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭო და პარლამენტი იღებს. ეს არის საკანონმდებლო პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ამ პროცედურას კი შესაძლოა დრო დასჭირდეს, ვადას ვერ დაგისახელებთ“,- განაცხადა ჰერმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.