ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.
მისი თქმითვე, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს ვერანაირი გარე ძალა ვერ შეაჩერებს.
„ჩვენ ვიცით, რომ გერმანია წინააღმდეგია, თუმცა საქართველომ აბსოლუტურად ყველა წინაპირობა შეასრულა, რაც იყო. ყველა რეფორმა იქნა განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს ვერანაირი გარე ძალა ვერ შეაჩერებს. ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ გადაადგილება შევძლოთ ევროპაში. მეტიც უახლოეს მომავალში შევძლებთ იმას, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.