დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობდა.
ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
„ზუსტი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა, აქამდე მე რასაც ვუყურებდი თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობდა პროცესები და ის სამართლებრივი ჩარჩოებიდან არასდროს გამოსულა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ “რუსთავი-2”-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის წილის 60% – ქიბარ ხალვაშს, 40% კი – კომპანია „პანორამას“ უნდა გადაეცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.