„მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ გაცილებით მეტ ხმას მივიღებთ, ვიდრე „რესპუბლიკელები“, - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა ლევან ბერძენიშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც თუ მეჭიაურის პოლიტიკური გაერთიანება არჩევნებზე აიღებს "1%-ზე მეტს, ე.ი ამ პარტიის შექმნას ექნება აზრი“.
„არასერიოზულია ლევან ბერძენიშვილის განცხადება. ბერძენიშვილი თავად მიეჩვია ამ ფარგლებში ხმების მიღებას და ვერ წარმოუდგენია სხვამ როგორ უნდა მიიღოს მეტი. თუ სწორად ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას, ჩვენ გვეყოლება ისეთი გუნდი პარლამენტში, რომლის გარეშეც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებს“, - განუცხადა guardian.ge-ს თამაზ მეჭიაურმა.
„მე ვფიქრობ, ბატონ მეჭიაურს დასჭირდება არჩევნებზე გასვლა იმისთვის, რომ გაიგოს რა ღირს პოლიტიკური ფიგურა. თუ ის აიღებს 1%-ზე მეტს, ე.ი ამ პარტიის შექმნას ექნება აზრი“, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკელი“, ლევან ბერძენიშვილი მეჭიაურის მიერ საინიციატივო ჯგუფის წარდგენას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.