"სააკაშვილი საქართველოში დამბრუნებელი არ არის, – ხოლო ხელისუფლება მისი ჩამომყვანი"!
31-07-2014, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა და როგორც ჩანს, მას სახუმაროდ აღარა აქვს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ოთხმა ამერიკელმა სენატორმა და სახელმწიფო დეპარტამენტმაც "შეშფოთება" გამოთქვეს ამ ფაქტთან დაკავშირებით... ალბათ, სხვა პოლიტიკოსებიც გამოჩნდებიან ევროპასა თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლებიც მისი ბედით "შეწუხდებიან"... მაგრამ, არც ეს უშველის მას, იმდენი ავკაცობა და დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ხალხის მიმართ!.. აი, უცხოელების ნაწილი კი, შეძლო და ბევრჯერ "გააცურა"... საქმე ის არის, რომ საქართველოს პრეზიდენტობის 10 წლის მანძილზე, სააკაშვილი "ახერხებდა" და მსოფლიოს სხვადასხვა მაღალი ტრიბუნიდან 4 ენაზე (ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური) დახვეწილი და "კრეატიული" ტყუილებით აბრუებდა პოლიტიკაში გამობრძმედილ პარტნიორებს...

 

 

სააკაშვილის ფსიქოტიპთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი ისტორია, რომელიც დიდი აკაკი წერეთლის მოსწრებულ სიტყვა-პასუხს უკავშირდება. იმდროინდელ ქუთაისში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც დიდი ჭკუა-გონებით არ გამოირჩეოდა, მეტიც, არასერიოზულ ადამიანად მიაჩნდათ, თუმცა, სწავლის პერიოდში მას უცხო ენების ათვისების ნიჭი აღმოაჩნდა და 5 ენა შეისწავლა... აკაკის ეს რომ გაუგია, უთქვამს: "დავიღუპეთ ქართველები, აქამდე მარტო ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ჩვენებური პატარას წაისულელებდა და აწი, 5 ერის წარმომადგენლებს ეცოდინებათ ეს ამბავიო"! - იმ ქუთაისელის ბედ–იღბალი როგორ წარიმართა არ ვიცი, აი, სააკაშვილს კი, მომავალში, მას შემდეგ, რაც ამერიკასა და უკრაინაში საბოლოოდ მიხვდებიან, თუ "რა დონის რეფორმატორთან" აქვთ საქმე, ხოლო აუდიტორიაში მისი "ლექციების" მოსამენად პოლიციის ძალის გამოყენებითაც ვეღარავის შეიყვანენ, ალბათ, მაშინ ყველაზე მეტად გამოადგება ენების ცოდნა და სავარაუდოდ, სადღაც ევროპაში, ან ამერიკაში, თუნდაც სინგაპურში დააფუძნებს თარჯიმანთა ბიუროს "ლაზიკას", დაასაქმებს "ნაცმოძის" უცხო ენების მცოდნე ნაწილს (უმეტესად მანდილოსნებს) და იქაურ მომხმარებლებს შესთავაზებს მაღალკვალიფიციურ სერვისს, თარგმანებს მისი "რეფორმატორული მემუარებიდან" და სხვა!..

 

 

დიახ, ვფიქრობ, რომ სააკაშვილისთვის გლდანის ციხის პერსპექტივას "ლაზიკა" სჯობია, არა ქალაქი, არამედ – თარჯიმანთა ბიურო...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი