თამაზ მეჭიაური: ჩვენ გვეყოლება ისეთი გუნდი პარლამენტში, რომლის გარეშეც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებს
10-06-2016, 08:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, დამოუკიდებლად ვიყრით კენჭს“ - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა გააკეთა და დაამატა, რომ კამპანიის სწორად წარმართვისას, მისი პარტია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

 

 

მეჭიაურის თქმით, კოალიციის შექმნაზე გუნდი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ იფიქრებს.

 

 

„ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ალიანსზე არ ვფიქრობთ. ვაპირებთ დამოუკიდებლად ვიყაროთ კენჭი. დიდი ალბათობით, ჩვენ ვეცდებით მივიღოთ მაჟორიტარულ არჩევნებშიც მონაწილეობა. კენჭი შეიძლება იყარონ იმ ადამიანებმაც კი, რომლებიც პარტიულ სიაშიც იქნებიან, რათა პარლამენტში მეტი ადგილები მოვიპოვოთ. თუ შეიცვალა არსებული კანონი და პარლამენტი გერმანულ მოდელზე შეჯერდება,ასეთ შემთხვევაში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა აზრს კარგავს და აქცენტს პარტიული სიით ადგილის მოპოვებაზე გავაკეთებთ“ - აღნიშნა დეპუტატმა.

 


მეჭიაური მისი პოლიტიკური გუნდის ძალებში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

 


"თუ სწორად ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას, ჩვენ გვეყოლება ისეთი გუნდი პარლამენტში, რომლის გარეშეც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებს," აცხადებს თამაზ მეჭიაური.

 


guardian.ge –ს შეკითხვაზე რამდენად შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია მის გუნდში ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაწევრიანების შესახებ, მეჭიაურმა უპასუხა, რომ „ირაკლი ოქრუაშვილთან ამ საკითხზე საუბრები არ ყოფილა“.

 


შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბარი, მეჭიაურმა განაცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ, ყოფილ პრემიერ მინისტრთან არ უსაუბრია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი