„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ცუდი ტრადიცია დღევანდელმა ხელისუფლებამ გააგრძელა.
აღნიშნულით ბურჯანაძე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.
„ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დღეს რაც სასამართლოში ხდება, ეს რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პროცესი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. არჩევნების წინ, ის რეალობა, რაც დგება „რუსთავი 2“-თან მიმართებაში, რაც დგება ჩვენს პარტიასთან მიმართებაში, როცა თავისუფალ საეთერო დროს გვართმევენ, ნიშნავს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ვერ იქნება დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებად გამოცხადებული“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ “რუსთავი-2”-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის წილის 60% – ქიბარ ხალვაშს, 40% კი – კომპანია „პანორამას“ უნდა გადაეცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.