ქობულეთის გამგებელმა კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ქსელთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
10-06-2016, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს–სამსახურიდან აცნობეს.

 


მათივე ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმება მუნიციპალიტეტში მწვანე საფარის გაუმჯობესებას, მათ ინვენტარიზაციასა და სხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად. პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქობულეთის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის.

 


„მწვანე საფარის გაუმჯობესებისა და მცენარეთა ინვენტარიზაციის“ პროექტის განხორციელების მიზნით მოწვეულია ინვენტარიზაციის ექსპერტი, რომელიც გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. პროექტის განხორციელება ერთ კვირაში დაიწყება.

 


შეხვედრას აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს, სატყეო სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, პროფესიონალთა გაერთიანება „ხის მოვლისათვის საქართველოში“ და სხვა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი პროექტ „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში გაფორმდა. პროექტი ორგანიზაცია „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი