„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მცდელობამ, ხელში ჩაიგდოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უმძიმესი შედეგები გამოიღო.
მისივე თქმით, დღევანდელ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს მინისტრთა კაბინეტი ივანიშვილთან ერთად.
ამის შესახებ ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რუსი კრიმინალ-ოლიგარქი ივანიშვილის დანაშაულებრივმა მცდელობამ, ნებისმიერ ფასად ხელში ჩაიგდოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რათა მთელი საინფორმაციო სივრცის კონტროლით, არჩევნების მასობრივი გაყალბების გზით, კვლავ დარჩეს ძალაუფლებაში, უკვე გამოიღო უმძიმესი შედეგები ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის.
ევროკავშირმა ამ ეტაპზე პრაქტიკულად უარი გვითხრა უვიზო მიმოსვლაზე, რაც იყო ჩვენი ხალხის გადარჩენა იმ უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ტრაგიზმიდან, სადაც მოქმედმა რეჟიმმა შეგვიყვანა.
დღევანდელ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს, არა მარტო ოლიგარქის კარის სასამართლო, არამედ მინისტრთა კაბინეტი და მმართველი პარტია კოლექტიურად ბიძინა ივანიშვილთან ერთად და ეს პასუხიმგებლობა დადგება ძალიან მალე“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ “რუსთავი-2”-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის წილის 60% – ქიბარ ხალვაშს, 40% კი – კომპანია „პანორამას“ უნდა გადაეცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.