ნიკა გვარამია: ნაზღაიძე შემსრულებელია ამ ყველაფრის იმიტომ, რომ ნოემბერში გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ, ჰგონია ისევ დანიშნავენ მოსამართლედ
10-06-2016, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„ქალბატონ ნაზღაიძეს ე.წ. სამწლიანი გამოსაცდელი ვადა გასდის ნოემბერში, ის შემსრულებელია ამ ყველაფრის იმ მოტივით, რომ ჰგონია ისევ დანიშნავენ, თუმცა, ვპირდებით რომ მოსამართლედ ვერასდროს ვეღარ განმწესდება“ - აღნიშნული განცხადება „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარიამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 


„მთელი ის კრიტიკა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ექსპერტები ამბობდნენ გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით, რომ ამის შედეგად ჩვენ მივიღებდით მართულ მოსამართლეებს, „რუსთავი-2“-ის საქმემ და ქალბატონი ნაზღაიძის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და დაამტკიცა. მოკლედ და კონკრეტულად, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც ასე მოსალოდნელი იყო.

 


არავისთვის გასაკვირი არ ყოფილა ის, რაც მოხდა. რომ არ დაგიმალოთ ველოდი გაცილებით უარესს, არ დავიწყებ იმის დაკონკრეტებას რას ველოდი იმდენად რამდენადაც არ მინდა, რომ დავეხმარო რჩევებით არც თუ ისე გონიერ სასამართლო ხელისუფლებას და იმ ადამიანებს ვინც წარმართავს სასამართლო ხელისუფლებას, კერძოდ, არც თუ ისე ჭკუაგამართულ ქალბატონ წულუკიანს და კიდევ სხვა პატრონებს სასამართლოსას. სამწუხაროდ, სასამართლოს დაეპატრონა ხელისუფლება სრულად, ის ბატონი ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია. ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ შეუნიღბავი კატასტროფა იყო“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ”რუსთავი-2”-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები, დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.

 

 

ადვოკატებმა ასევე დააყენეს მოსამართლე, შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიას ეს შუამდგომლობა არ განუხილავს და მხოლოდ განაჩენი გამოაცხადა.

 


ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი