პრეზიდენტი უახლოესი უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისგან ახსნა-განმარტება მოითხოვს, იმის გამო, რომ პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში ქართველმა სამხედროებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტი თვლის, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წვრთვნები, არა მხოლოდ სამხედრო არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ნატოს სამიტის წინ. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი უახლოესი უშიშროების საბჭოს სხდომაზე აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა-განმარტებებს ამ თემაზე თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისგან“,-განაცხადა მიშველაძემ.
დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, 2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება – ANAKONDA-16 ნატოს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს, თუმცა ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა.
„ჩვენ მოვიწვიეთ კონსილიუმი, რომელშიც მედიკოსებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჩვენს დანაყოფს უნდა მიეღო მონაწილეობა ამერიკული ბატალიონის დაქვემდებარებაში. საერთო გადაწყვეტილებით, რომ არ შეგვექმნა საფრთხე პარტნიორებისთვის და ზოგადად მთლიანად ანაკონდას სწავლებისთვის, ჩვენი ასეული ამჯერად ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ წვრთნებში. თუმცა ჩვენგან პირადად მე ვაპირებ პოლონეთში ჩასვლას, სადაც სწავლებას ორივე მიმართულების სარდალთან ერთად დავაკვირდები“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.