პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე „რუსთავი 2“-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება, როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტზე ანალოგიური დამოკიდებულებაა დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. პრეზიდენტი სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის განმავლობაში მიმდინარე ყველა შეხვედრაზე „რუსთავი 2“-ის საქმე ძალიან მაღალი ინტერესის საგანი იყო. პრეზიდენტი თვლის, რომ ის, რაც „რუსთავი 2“-ის გარშემო ხდება, ამძაფრებს კითხვის ნიშნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.
პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე „რუსთავი 2“-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება, როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.
პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების დაცვა, სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, თუმცა პრეზიდენტის აზრით, ეს პროცესი პირველი დღიდან პოლიტიზებული იყო, თუნდაც იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს“,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.