“დღეს კიდევ ერთხელ პარლამენტი ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის” - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მიშველაძემ ჟურნალისტებს პარლამეტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი სამი კანდიდატის ჩაგდების ფაქტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
"პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საკუთარი წვლილი შეეტანა სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში. პრეზიდენტი თვლის, რომ ამ მოსამართლეების მხარდაჭერით უზენაესი სასამართლო კიდევ უფრო გაძლიერდებოდა და საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გაჯანსაღებულ სასამართლო სისტემას მიიღებდა ქვეყანა. რაც უმნიშვნელოვანესია მაშინ, როდესაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს ამ სისტემასთან დაკავშირებით. ,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.