შსს უწყების ადმინისტრაციის უფროსის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
31-07-2014, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიაში, უბედური შემთხვევის შედეგად შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის ეკატერინე კერესელიძის დაღუპვის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

 

 

"30 ივლისს, მესტიაში, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე კერესელიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს",- აღნიშნავენ უწყებაში.

 

 

შეგახსენებთ, რომ მესტიაში უბედური შემთხვევის შედეგად თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი ეკატერინე კერესელიძე გუშინ გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც მოტოციკლი ხევში გადაიჩეხა. ჯაფარიძეს თან ახლდა ერთ-ერთი მეგობრის მცირეწლოვანი შვილი. შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო. მესტიაში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი