ტელეკომპანია „კავკასია“-ს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2“ -ს საქმის განხილვა იმას მიანიშებს, რომ „ჩვენ სასამართლო სისტემა დაგვიმარხეს“. იგი აცხადებს, რომ „ეს არჩევნები ჩაივლის სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლის ეგიდით და ამ ბრძოლაში ხელისუფლება წააგებს“ და მას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ჯანგირაშვილმა ტელეკომპანია „იბერია“ -ს ეთერში ისაუბრა.
ჯანგირაშვილი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ არ არის პოლიტიკური გავლენებისა და ინტერესებისაგან თავისუფალი და „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ამ პროცესებს მაქსიმალურად გამოიყენებს.
„აი ქიბარ ხალვაში რომ შევა რუსთავის 2-ის შენობაში, აი მერე ნახეთ თქვენ წაგება. აქ მოხდება ძალიან სასაცილო და სამარცხვინო პროცესი. მე მაგალითად ფეხს ფეხზე გადავიდებდი და კარგ სეირს ვუყურებდი და პრინციპში ასეც მომიწევს, რომ არ ეხებოდეს აქ საქმე ქვეყანას და იმას, რომ ჩვენ სასამართლო დაგვიმარხეს, აი, ამ კონკრეტულ საქმეში. რაც მოხდება ნახავთ, „რუსთავი 2“ -ის თანამშრომლები დღეს იბრძოლებენ, იბრძოლებენ ბოლომდე, ყოველ შემთხევევაში ისინი ასე ამბობენ, ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მძიმე ფორმებით „რუსთავი 2“- ში შესვლა, რა თქმა უნდა, შეუძლია შევიდეს, აიღოს სპეცრაზმით, თუმცა ამის შემდეგ რა დარჩება რუსთავი 2-სგან, ქიბარ ხალვაშმა არავის არ გაუყოს და ხელისუფლება რასაც მიიღებს და მოიგებს, დიდი ბოდიში ასეთი ჟარგონული საუბრისთვის, კარგად მოიხმაროს, მე ჩემი მითქვამს და დანარჩენი თვითონ გაარკვიონ და ერთი რამის თქმაც მინდა თუ შეიძლება. საერთოდ არ მიყვარს ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანს გარემოცვა ატყუებს და აბრიყვებს და ა.შ. ვთვლი, რომ ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის გარემოცვას და იმსახურებს იმ გარემოცვას,“ აღნიშნა ჯანგირაშვილმა, რომელმაც აქცენტი ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე გააკეთა.
„ბატონო ბიძინა, თქვენი გარემოცვა შედგება ხელმოცარული წურბელებისაგან, რომლებიც მოეწყვნენ ძალიან კომფორტულად, იკეთებენ თავის საქმეს და თქვენ ელემენტარულად გაწვდიან ისეთ ინფორმაციას, ისეთ არაადეკვატურ რეალობაში გაცხოვრებენ, რომ თქვენ ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგიყვანთ ეს ხალხი. თქვენ „რუსთავი 2“ კი არ გაცხოვრებთ სიცრუეში და ჩვენს საზოგადოებას, თქვენი წურბელა გარემოცვა გაცხოვრებთ სიცრუეში ბატონო ბიძინა,“ განაცხადა ტელეკომპანია „იბერია“ -ს ეთერში ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.