იქონიებს თუ არა გავლენას „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე? - ამ შეკითხვით guardian.ge-მ "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" თავმჯდომარეს, სოსო ცისკარიშვილს მიმართა. მისი განცხადებით, თუ ვინმეს სურს უვიზო რეჟიმისკენ სვლა შეაფერხოს, ეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.
ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთის დაბეზღების რეჟიმში არსებობს, რაც დასავლეთისთვის შეუმჩნეველი არ რჩება.
„გარკვეული გაუგებრობაა ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართ, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამდენი დავიდარაბა, რასაც ნახევარი წელია ვაკვირდებით ქვეყანაში, არასოდეს ყოფილა. მრავალმხრივი თვითგვემის რეჟიმში ვართ. ერთმანეთის დაბეზღების რეჟიმში არსებობს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ცხადაია შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორების და კეთილისმსურველების მიერ. თუ ვინმეს სურს, რომ უვიზო რეჟიმისკენ ჩვენი სვლა შეაფერხოს, საკმარისზე მეტი არგუმენტები აქვთ ამისთვის მიწოდებული სწორედ ამ ორ პარტიას. არ გამოვრიცხავ რომ ბატონი სააკაშვილისთვის სრულიად მიუღებელია, რომ მის გარეშე იქნას მიღებული ასეთი რეჟიმი ევროპასთან საურთიერთოდ. ხოლო რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, არ გამოვრიცხავ რომ საქართველოსთვის ასეთი რეჟიმის დამყარება გამაღიზიანებელი იყოს ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობლის პირველი მმართველისთვის. რის გამოც შეიძლება თავის შეკავებაც მისაღები იყოს „ქართული ოცნების“ მთავარი მეოცნებესთვის," განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.