კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ შაქარაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თეიმურაზ შაქარაშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდა ორ წვევამდელთან, მათგან მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 800 ლარი, სანაცვლოდ კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ერთი მათგანისთვის სამხედრო სამდიცინო კომისიას მიაღებინა დასკვნა სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ, ხოლო მეორეს შესთავაზა ფსიქიკური პრობლემის ინსცენირება, რაც იქნებოდა სამედიცინო კომისიისთვის საფუძველი გაწვევაზე უარყოფითი დასკვნის გასაცემად.
”თეიმურაზ შაქარაშვილმა, მისივე თანდასწრებით, წვევამდელს ბასრი საგნით ხელზე მიაყენებინა მრავლობითი ჭრილობა. ბრალდებული დაკავებული იქნა ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.