დავით უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი - ეს არ არის სასურველი მოვლენა
11-06-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისადმი მხარდაჭერის გამოუცხადებლობა დავით უსუფაშვილისთვის საწუხარს წარმოადგენს. მისი წუხილს საგანს განსაკუთრებით ის შეადგენს, რომ უზენაესი სასამართლო ბოლომდე დაუკომპლექტებელი რჩება.

 

 

„თუ დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ დაამტკიცა, ამის გამო ვწუხვარ. ვწუხვარ ორი მიზეზის გამო, რადგან სამივე წარდგენილ კანდიდატურას ჩემი ხმა ჰქონდა და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე. ეს ერთი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი მაქვს ვწუხდე, იმიტომ, რომ ამით უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი - ეს არ არის სასურველი მოვლენა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უკვე ორ თვეზე მეტია გაიწელა. უსუფაშვილი იმედს იტოვებს, რომ ისე, როგორც სხვა საკითხებზე, აღნიშნულთან დაკავშირებითაც შეთანხმება მოხერხდება.

 


„პრეზიდენტს აქვს განმეორებით კანდიდატების წარმოდგენის საშუალება, შესაძლებლობა და იქნებ, მოვახერხოთ და მალე დავაკომპლექტოთ სასამართლო. ყველასთვის აბსოლუტურად მისაღები კანდიდატები მსოფლიოში არ არსებობენ. ჩვენ უნდა ვიყოთ მონდომებული იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ. ასე ხერხდება ხშირად. მაგალითად, ერთი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხერხდა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა და ეს იყო სწორი. იმედი მაქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთანაც ამას როგორმე მოვახერხებთ," განაცხადა უსუფაშვილმა.

 


გუშინ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი