დამასკოს სამხრეთით მდებარე გარეუბანში, საიიდა ზეინაბში ორი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებებს სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ორი აფეთქებიდან სულ მცირე ერთი, ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის ამოქმედების შედეგად მოხდა.
საიიდა ზეინაბი სირიის შია მუსლიმების უწმინდესი სალოცავი ადგილია.
აღნიშნული გარეუბანი არაერთი თავდასხმის სამიზნე გამხდარა. წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ორჯერ განახორციელა აქ ბომბების აფეთქება, რის შედეგადაც 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.