სომალის ისლამისტურმა დაჯგუფება აშ-შაბაბმა სიკვდილით დასჯის საჯარო ჩვენება მოაწყო. როგორც BBC იტყობინება, ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ სიკვდილით 4 ადამიანი დასაჯა.
სასამართლომ მათ სასიკვდილო განაჩენი ამერიკის შეერთებული შტატებისა და კენიის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო გამოუტანა. ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების განმარტებით, ბრალდებულები აშშ-ს მათი ლიდერების კვალის პოვნასა და ლიკვიდირებაში ეხმარეოდნენ.
აშ-შაბაბი სიკვდილით დასჯის საჯარო ჩვენებებს ხშირად აწყობს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.