”ნაციონალურმა მოძრაობამ” ადიგენი-ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილი, ხოლო ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.
”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პროპორციული სიის პირველი ნომრის, დავით ბაქრაძის თქმით, რაიონების გაერთიანებით მაჟორიტარებს საქმიანობა ურთულდებათ, რაც სათანადო კადრების საჭიროებას განაპირობებს.
”ჯერ ერთი რაიონის მოვლა იყო ძნელი მაჟორიტარისთვის, ახლა როცა ორ-ორი რაღაც გაურკვეველი პრინციპების მიხედვით შეკრეს ერთად, ისე გააერთიანეს, რომ თუ ადამიანი ძალიან მონდომებული და პატიოსანი არ არის, გამორიცხულია ხალხს მიხედოს. ამიტომაც დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ენერგიული, კომპენტენტური, პატიოსანი და მონდომებული ხალხი”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.