"ასპინძის საბავშვო ბაღში იმდენად არ გამოირჩეოდნენ ქართულენოვანი და სომხურენოვანი ბავშვები ერთმანეთისგან, რომ მოწვეულმა პედაგოგებმა აღფრთოვანება ვერ დაფარეს"
11-06-2016, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წელს, დაბა ასპინძის ორი, #1 და #2 საბავშვო ბაგა-ბაღი 80-მა აღსაზრდელმა დაამთავრა. როგორც guardian.ge-ს ა(ა)იპი ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ნანა ტივაძემ განუცხადა, აქედან დაბის სკოლაში 58 აღსაზრდელი დაიწყებს სწავლას.

 

 

"საბავშვო ბაღებში სწავლა დასრულდა. წარმატებული წელი გვქონდა. დაბის ორივე ბაღი დაასრულეს როგორც ქართულენოვანმა, ისე სომხურენოვანმა ბავშვებმა. სომხურენოვანი სოფელ დამალიდან გვყავდა 15 ბავშვი და წელს დამალის სკოლას 15 პირველკლასელი ეყოლება. გვყავდა სპეციალურად მოწვეული პედაგოგები, რომლებმაც აღფრთოვანება ვერ დაფარეს იმდენად არ გამოირჩეოდნენ ქართულენოვანი და სომხურენოვანი ბავშვები ერთმანეთისგან. ჩვენი ბაღების პედაგოგებმა საამისოდ ძალიან დიდი აღმზრდელობითი საქმიანობა გასწიეს. დანარჩები ბავშვები გვყავდა ასპინძის ახლომდებარე სოფლებიდან. მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი მათ ტრანსპორტი გამოუყო, რითაც ბავშვების ბაღში მისვლა-მოსვლას სრულად ვუზრუნველყოფდით. ვცდილობთ, ყველანაირი პირობები შევქმნათ, რომ აღსაზრდელებმაც და მათმა მშობლებმაც მშვიდად და კომფორტულად იგრძნონ თავი.

 

 

სოფელ ტოლოშს წელს 8 პირველკლასელი ეყოლება, სოფელ რუსთავის ბაღი კი 9 აღსაზრდელმა დაამთავრა" - აღნიშნა ნანა ტივაძემ.

 

 

დაბა ასპინძაში წელს, მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ორი საბავშვო ბაღი გარემონტდა. სამუშაოებზე, ჯამში, 900 000 ლარი დაიხარჯა, აქედან 135 000 ლარი ადგილობრივმა ბიუჯეტმა დაფარა.

 

 

ორივე საბავშვო ბაღის შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, ახალი ინვენტარი კი თავად დაწესებულებებმა შეიძინეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი