დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმმა შესაძლოა ევროკავშირის დაშლას დაუდოს საფუძველი. აღნიშნული გამაფრთხილებელი განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
მარგოთ ვოლსთრომმა BBC-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ამას შესაძლოა დომინოს ეფექტის საფუძველზე რეფერენდუმების გამართვისა და პრივილეგირებული პირობების მოთხოვნები მოჰყვეს.
„სამწუხაროდ, ღრმა იქნება გვერდითი ეფექტის შეგრძნება,“ თქვა მან. „ეს ნებისმიერი გზით ცუდი რამ იქნება,“ დაამატა მინისტრმა.
რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს იმართება.
ვოლსთრომმა განაცხადა, რომ თუ ბრიტანეთი ხმას მისცემს ევროკავშირის დატოვებას, სხვა ქვეყნები შესაძლოა მიჰყვნენ მას.
„ამან შესაძლოა, შედეგი იქონიოს ევროკავშირის სხვა წევრებზე, რომლებიც იტყვიან: ‘მოკლედ, თუ მათ შეუძლიათ დატოვონ კავშირი, შესაძლოა რომ ჩვენც ასევე ჩავატაროთ რეფერენდუმები და შესაძლოა, რომ ჩვენც ასევე დავტოვოთ ევროკავშირი,“ განუცხადა მან BBC-ს მიმდინარე კვირის მსოფლიო პროგრამას.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ბრიტანეთი რეფერენდუმის გზით ევროკავშირში დარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს, კავშირის სხვა ქვეყნებმა შესაძლოა მისი მაგალითი აიღონ და ევროკავშირში დარჩენას მისცენ ხმა, თქვა მან.
„თუ ბრიტანეთი დარჩება, მან ასევე სხვა ქვეყნებს შესაძლოა იქეთკენ უბიძგოს, რომ ათქმევინოს: ‘მოდით, მათ მოლაპარაკებები გამართეს, მოითხოვეს ჰქონოდათ მათდამი სპეციალური მოპყრობა და რატომ არ უნდა გვქონდეს ეს ჩვენც?“ განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვოლსთრომმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირში, აღნიშნა რა რომ იგი შვედეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ამავე დროს დიდ ბრიტანეთში 90 000 შვედი ცხოვრობს.
„ეს არასაიმედოობის საკითხი იქნება, და ინდუსტრიებს არ უყვართ არასაიმედოობა,“ თქვა მან.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ არადემოკრატიულ ქვეყნებთან იარაღით ვაჭრობაზე მკაცრი რეგულაციები და კანონები იქნება წარმოდგენილი.
გასულ წელს, შვედეთმა იარაღის მიწოდების თაობაზე საკამათო გარიგება გააუქმა საუდის არაბეთთან. სპარსეთის ყურის ქვეყანამ, მას შემდეგ რაც ვოლსთრომმა საუდის არაბეთის სამეფო ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სავალალო მდგომარეობის გამო გააკრიტიკა, სტოკჰოლმიდან თავისი ელჩი გაიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.