ირაკლი ალასანია: არ გაგივა, პირდაპირ მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ ქართული საზოგადოება ამას არ გაატარებს და ოქტომბრის არჩევნებზე მას ჩამოაცილებს ხელისუფლებას
11-06-2016, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ ხელისუფლების სამიზნე მისი პოპულარულობიდან გამომდინარე გახდა. მისი თქმით, აღნიშნული ტელევიზიის ხელჩი ჩაგდების მიზანი ისაა, რომ ხელისუფლებამ შეძლოს იმ გაფილტრული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რაც მას უნდა.

 


„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ამის შესახებ „რუსთავი 2“ -ის „შაბათის კურიერში“ პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა. მან პირდაპირ მიმართა ივანიშვილს, რომ ასეთი ქმედებები არ გაუვა და ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს ჩამოაცილებს ხელისუფლებას.

 


ალასანიას თქმით, მედიასთან ერთად ხელისუფლების სამიზნე სააპელაციო სასამართლოც გახდა, რადგან მთავრი საკითხები სწორედ იქ წყდება.

 


„ამიტომ გახდა სამიზნე სააპელაციოს სასამართლოც. იმიტომ რომ ძირითადად აპელაციაში წყდება ბედი გადაწყვეტილებების, ამიტომაც დაუნიშნა მურუსიძე მთლიანად სასამართლოს, ასე ვთქვათ, ზედამხედველად. პროკურატურაში გვყავს შოთაძე და პროკურატურა პრაქტიკულად წალეკა ფინანსური პოლიციიდან გადმოყვანილმა კადრებმა და ეს ის ადამიანები არიან, მათ შორის შოთაძის ჩათვლით, რომელიც მონაწილეობას იღებდნენ სხვათა შორის, ქონებების ჩამორთმევაში და ზეწოლებში, რომ ბიზნესმენებს გადაეფორმებინათ ქონება იმათზე, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი მიუთითებდა. აი, ასეთი ინსტრუმენეტები სააკაშვილისაგან ივანიშვილმა გადმოიბარა, მაგრამ, თან არაფორმალურად მართავს, იძახის, რომ მე არაფერ შუაში არა ვარ. არ გაგივა, პირდაპირ მინდა ვუთხრა ივანიშვილს, პირდაპირ მინდა ვუთხრა, რომ ქართული საზოგადოება ამას არ გაატარებს და ოქტომბრის არჩევნებზე, განსხვავებით ამ სააპელაციო სასამართლოსგან, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ და სამართლიან ვერდიქტს და ჩამოაცილებს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილს,“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი