„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოყვანილი კადრების დიდი ნაწილი სააკაშვილის რეჟიმის დროს ბიზნესმენებისთვის ქონებების ჩამორთმევის პროცესში იყვნენ ჩართული.
ამის შესახებ ალასანიამ „რუსთავი 2“ -ის „შაბათის კურიერში“ პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.
ალასანიას თქმით, „რუსთავი2“ -ს გარდა, ხელისუფლების სამიზნე სააპელაციო სასამართლოც გახდა, რადგან მთავრი საკითხები სწორედ იქ წყდება.
„ძირითადად სწორედ აპელაციაში წყდება ბედი გადაწყვეტილებების, ამიტომაც დაუნიშნა მურუსიძე მთლიანად სასამართლოს, ასე ვთქვათ, ზედამხედველად. პროკურატურაში გვყავს შოთაძე და პროკურატურა პრაქტიკულად წალეკა ფინანსური პოლიციიდან გადმოყვანილმა კადრებმა და ეს ის ადამიანები არიან, მათ შორის შოთაძის ჩათვლით, რომელიც მონაწილეობას იღებდნენ სხვათა შორის, ქონებების ჩამორთმევაში და ზეწოლებში, რომ ბიზნესმენებს გადაეფორმებინათ ქონება იმათზე, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი მიუთითებდა. აი, ასეთი ინსტრუმენეტები სააკაშვილისაგან ივანიშვილმა გადმოიბარა, მაგრამ, თან არაფორმალურად მართავს, იძახის, რომ მე არაფერ შუაში არა ვარ. არ გაგივა, პირდაპირ მინდა ვუთხრა ივანიშვილს, პირდაპირ მინდა ვუთხრა, რომ ქართული საზოგადოება ამას არ გაატარებს და ოქტომბრის არჩევნებზე, განსხვავებით ამ სააპელაციო სასამართლოსგან, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ და სამართლიან ვერდიქტს და ჩამოაცილებს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილს,“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე მან თქვა, რომ „რუსთავი 2“ ხელისუფლების სამიზნე მისი პოპულარულობიდან გამომდინარე გახდა. მისი შეფასებით, აღნიშნული ტელევიზიის ხელჩი ჩაგდების მიზანი ისაა, რომ ხელისუფლებამ შეძლოს იმ გაფილტრული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რაც მას უნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.