ქართულ მართლმსაჯულებაში „მურუსიძის ვირუსის“ აღმოფხვრის აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტიკური მოძრაობის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშს მიმართავს და ურჩევს „ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის“ გამოჩენას - მიმართოს უზენაეს სასამართლოს თხოვნით, რომ არჩევნებამდე არ განიხილოს აღნიშნული საქმე.
ამის შესახებ მან „რუსთავი 2“ -ის „შაბათის კურიერში“ პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.
„დღეს ჩვენ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვართ, დღეს არის აბსოლუტური უსამართლობა საქართველოში. ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალით. დღეს ჩვენ გვყავს მურუსიძის სასამართლო, ბატონი მურუსიძის სასამართლო, რომელიც ვერასდროს, არასდროს არ გამოიტანს სწორ განაჩენს. მე როცა დავაფუძნე „საქართველოს განვითარების ფონდი“ პირველი რაც გავაკეთეთ, გავაპროტესტეთ მურუსიძის დანიშვნა. მურუსიძე ხომ არ არის ერთი ადამიანი, მურუსიძე არის ვირუსი. ის თავის გარშემო შემოიკრებს თავისიანებს, ზუსტად ისეთებს, როგორიც აწყობს, რომ შედეგი იყოს ისეთი, როგორც უნდა მას და ვინც მართავს მას. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ თუ ეს დროზე არ აღვკვეთეთ, ეს ვირუსი ძალიან გამრავლდება და შემდეგ გვექნება გამოუვალი მდგომარეობა,“ განაცხადა ბურჭულაძემ და დაამატა, რომ მის პარტიაში აქვთ გეგმა იმისა, თუ როგორ „უნდა ამოიკვეთოს ეს ვირუსი“ რომ საქართველოს სამართლიანი სასამართლო ჰქონდეს, სადაც ნებისმიერ საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ,“ აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
მას ეჭვი აქვს, რომ არაკანონიერი გადაწყვეტილებების გამოტანა შემთხვევით არ ემთხვევა ევროპაში საქართველოს გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
„ეს ყველაფერი ხდება რატომღაც ევროკომისიის შეკრების წინ, ნატოს სამიტის წინ, ძალიან საეჭვო ხდება ეს ჩვენს ქვეყანაში. შემთხვევით შეიძლება ერთხელ ან ორჯერ, ყოველთვის ეს შემთხვევით არ შეიძლება იყოს, რაღაცაშია საქმე. მაგრამ არის ერთი გამოსავალი... მე მივმართავ ბატონ ქიბარ ხალვაშს. ბატონო ქიბარ, გამოიჩინეთ ვაჟკაცობა, სამშობლოს სიყვარული, სამშობლოსთვის თავდადებულობა და მიმართეთ მაინც უზენაეს სასამართლოს, რომ როგორმე შეიკავოს თავი არჩევნებამდე და ნუ გადაწყვეტს ამ საკითხს, მით უმეტეს უზენაეს სასამართლოს აქვს სამი თვე. ეს ერთი თვე, სანამ შევა საჩივარი და სამი თვე ზუსტად საკამრისია იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს, რომ ევროპამ შემოგვხედოს, რომ ჩვენ ვართ ნორმალური ქვეყანა, რომ ჩვენთან არ დევნიან მედიას და მედია არის თავისუფალი, და შემდეგ განიხილოს. ბატონ ქიბარს ამდენი წელი არ ჰქონია ეს ტელევიზია, თუკი ეკუთვნის მართლა მას და 4 თვეც მოითმინოს და გააკეთოს ეგეთი ვაჟკაცური ნაბიჯი. მეც და მთელი საქართველო ამას მიესალმება,“ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.