საზღვარგარეთ, ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემაზე მოქალაქეთა განაცხადებების მიღება 2014 წლის 10 აგვისტომდეა შეჩერებული.
10 აგვისტოდან კი, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში განაცხადების მიღება განახლდება და მხოლოდ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემა მოხდება.
აღნიშნულის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას არაბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტებით სრულად ჩანაცვლება წარმოადგენს.
"ამგვარი ტიპის პასპორტები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გაიცემა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის პასპორტების გაცემაზე გადასვლა.
ამჟამად, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ტექნიკური და პროგრამული საშუალებების საბოლოო გამართვა და ადამიანური რესურსის გადამზადება მიმდინარეობს, რის გამოც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში პასპორტების გაცემაზე მოქალაქეთა განაცხადებების მიღება 2014 წლის 10 აგვისტომდეა შეჩერებული. 10 აგვისტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში განაცხადების მიღება განახლდება და მხოლოდ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემა მოხდება",- ნათქვამია საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონის თანახმად, ბიომეტრული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისგან ბიომეტრული მონაცემების მიღება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, გაგებით მოეკიდნონ საზღვარგარეთ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემის პროცესში, პირველ ეტაპზე წარმოქმნილ შესაძლო შეფერხებებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.