შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში ჰილარი კლინტონი 11 ერთეულით უსწრებს დონალდ ტრამპს და შეინიშნება მცირე ცვლილება მას შემდეგ, რაც იგი მიმდინარე კვირას დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატი გახდა. ამის შესახებ “როიტერსი“ Reuters/Ipsos -ს მიერ ჩატარებული და პარასკევს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით წერს.
ონლაინ სივრცეში, ორშაბათიდან პარასკევამდე ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა 46 პროცენტი კლინტონს უჭერს მხარს, 34.8 პროცენტი ტრამპს, ხოლო 19.2 პროცენტი არც ერთ კანდიდატს. მათი პარტიები 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ივლისში ყრილობებს ჩაატარებენ.
კლინტონი მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა გასულ კვირასაც, მანამ, სანამ ყრილობაზე საბოლოო გამარჯვებისთვის საჭირო მხარდამჭერი დელეგატების რაოდენობას მოაგროვებდა და დაახლოებით იგივე პროცენტული მაჩვენებლით ლიდერობდა გამოკითხვაში.
„როიტერსი“ წერს, რომ 69 წლის ტრამპი გაცილებით მეტი მხარდაჭერით სარგებლობდა მაისში, როცა იგი პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი გახდა.
68 წლის კლინტონმა ამ კვირაში 6-იდან 4 შეჯიბრში, ყველაზე თვალშისაცემად კალიფორნიასა და ნიუ ჯერსიში, დაამარცხა მისი პარტიული მეტოქე ბერნი სანდერსი, 74 წლის სენატორი ვერმონტიდან, და პრეზიდენტ ბარაქ ობამას, ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, მასაჩუსეტის სენატორ ელიზაბეტ ვორენის და პარტიის სხვა ლიდერების ოფიციალური მხარდაჭერის დადასტურებები და მოწონებები მიიღო.
ტრამპს მიმდინარე კვირას პარტიის ლიდერებთან კამათი ჰქონდა და იგერიებდა შეკითხვებს მისი, ახლა უკვე ფუნქცია დაკარგული „ტრამპის უნივერსიტეტის“ შესახებ. სასამართლო პროცესზე ტრამპს და მის სკოლას ბრალს სდებენ ათასობით ადამიანის მოტყუებაში, მათ შორის ბევრი ისეთის მიმართ ტყუილში, რომელთაც 35 000 აშშ დოლარი გადაიხადეს იმისათვის, რომ ტრამპის უძრავი ქონების სტრატეგიები შეესწავლა.
მდიდარი ბიზნესმენი მის მიმართ წარმართულ სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ტრამპმა განაცხადა, რომ მოსამართლე გონზალო კურიელი მიკერძოებული იყო მის მიმართ იმის გამო, რომ მას (ტრამპს) გააჩნდა ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების გეგმები. ტრამპმა მოგვიანებით თქვა, რომ მუსლიმი მოსამართლეები მის მიმართ ასევე შესაძლოა მიკერძოებულნი იყვნენ, რადგანა მან შეერთებულ შტატებში მუსლიმების შეშვებაზე დროებითი აკრძალვის შესახებ განაცხადა.
ტრამპის კომენტარებს რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის კონგრესის სპიკერის პოლ რაიანის და უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის მხრიდანაც.
პარასკევს გამოქვეყნებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1 276 რესპონდენტმა დამაჯერებელი ინტერვალით მიიღო. ცდომილება კი 3.2 პროცენტს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.