შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილს მკვდარი ვეგონე - ნათელაშვილი ცოცხალია, ბატონი ბიძინაა პოლიტიკური გვამი
12-06-2016, 01:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვიცოდი, რომ რეჟიმს თვითმკვლელობაზე აქვს კურსი აღებული. არავინ დემოკრატიულ სამყაროში არ მისცემს უფლებას პატარა ქვეყნის ფაქტიურ თუ არაფაქტიურ ლიდერს, საკუთარ ჭკუაზე შეცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და ისე იგრიალოს, როგორც უნდა“ - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში „ლეიბორისტული პარტიის’ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

 


„პატარა ქვეყნის კი არა, დღეს რომ მოინდომოს ობამამ CNN-ის ან FOX NEWS-ის შეცვლა, ლუიზიანას, ან ნიუ ორლეანის რომელიმე ტელევიზიის მესაკუთრეთა შცვლაში რომ ჩაერიოს თეთრი სახლი, მერწმუნეთ ეს დამთავრდება აშშ-ს პრეზიდენტის გადადგომით. ხომ ხედავთ რას შეეჭიდა ახლა ეს ბატონი, რომელსაც ჰგონია თავი ჭეშმარიტების გზაზე ხალხის დამყენებელი. როგორც რამდენიმე დღის წინ ბრძანა, მე ახლაო რეგიონებში უნდა ჩავატარო შეხვედრებიო, სადაც ხალხი ძალიან გაჭირვებულიაო და მინდა ვუთხრა მათო, რომ სიღარიბის გამო შეიძლება მიიღონო არასწორი გადაწყვეტილებაო და ხმა მისცენ შალვა ნათელაშვილსო, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალიაო. მე მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს - შალვა ნათელაშვილი ცოცხალი იქნება თავის ხალხთან ერთად მუდამ, მათ შორის სიკვდილის შემდეგაც, მაგრამ შენ ამ წუთში ხარ მკვდარი, პოლიტიკური გვამი ხარ, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო გადაგდების სპექტაკლი ჩაუტარე ამდენ ხალხს, თუნდაც იმიტომ რომ ამდენი ხალხი უიმედობაში და ოცნებაში ამყოფე. თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი შენი დაპირება არ შესრულდა და თუნდაც იმიტომ, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ აგორებული დანაშაულებრივი პროცესით საქართველოს ამ წუთისათვის დააკარგვინე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება, რომელიც უნდა მიგვეღო გარანტირებულად...

 


მე კიდევ ერთხელ ვეუბნები ივანიშვილს, რომ ეგ „რუსთავი 2“-ს ხელში ვერ ჩაიგდებს, ევროპის სასამართლო ამ სასამართლოების გადაწყვეტილების ნაგლეჯსაც არ დატოვებს. ყველაფერს გააუქმებს, რასაც ახლა ჯღაბნიან წულუკიანის თუ ვიღაცეების კაბინეტში“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

 


შალვა ნათელაშვილის მოსაზრებით, ივანიშვილი არჩვენების გაყალბებას გეგმავს, სწორედ ამიტომ არ უნდა რომ არსებობდეს ტელევიზია, რომელიც არჩვენების მეორე დღეს ხალხს ეტყვის სიმართლეს და მოუწოდებს მათ ქუჩაში გამოსვლისკენ.

 


„ყველა უნდა გავერთიანდეთ, ერიც და ბერიც, იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დავასრულოთ. მერე ხალხი თავად გადაწყვტს, რომელი ტელევიზია მოსწონს, ან არ მოსწონს, რომელს ჩართავს და რომელს გამორთავს, ეს არ არის ივანიშვილის გადასაწყვეტი. ივანიშვილის გადასაწყვეტი რაც იყო, არ გადაწყვიტა, ან გადაწყვიტა უკუღმა, დაღუპა ქვეყანა და დააქცია. მისი გზა მიდის ერთადერთი მარშრუტით, პირდაპირ ხალვაშის მიერ აშენებულ გლდანის ციხეში. სხვათა შორის გლდანის ციხე ხალვაშის აშენებულია“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი