„ბიძინა ივანიშვილის გზა მიდის ერთადერთი მარშრუტით, პირდაპირ ხალვაშის მიერ აშენებულ გლდანის ციხეში“, - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში „ლეიბორისტული პარტიის’ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
ნათელაშვილის მოსაზრებით, ივანიშვილი არჩვენების გაყალბებას გეგმავს, სწორედ ამიტომ არ უნდა რომ არსებობდეს ტელევიზია, რომელიც არჩვენების მეორე დღეს ხალხს ეტყვის სიმართლეს და მოუწოდებს მათ ქუჩაში გამოსვლისკენ.
„მე მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს - შენ ამ წუთში ხარ მკვდარი, პოლიტიკური გვამი ხარ, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო გადაგდების სპექტაკლი ჩაუტარე ამდენ ხალხს, თუნდაც იმიტომ რომ ამდენი ხალხი უიმედობაში და ოცნებაში ამყოფე. თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი შენი დაპირება არ შესრულდა და თუნდაც იმიტომ, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ აგორებული დანაშაულებრივი პროცესით საქართველოს ამ წუთისათვის დააკარგვინე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება, რომელიც უნდა მიგვეღო გარანტირებულად...
მე კიდევ ერთხელ ვეუბნები ივანიშვილს, რომ ეგ „რუსთავი 2“-ს ხელში ვერ ჩაიგდებს, ევროპის სასამართლო ამ სასამართლოების გადაწყვეტილების ნაგლეჯსაც არ დატოვებს. ყველაფერს გააუქმებს, რასაც ახლა ჯღაბნიან წულუკიანის თუ ვიღაცეების კაბინეტში... ყველა უნდა გავერთიანდეთ, ერიც და ბერიც, იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დავასრულოთ. მერე ხალხი თავად გადაწყვტს, რომელი ტელევიზია მოსწონს, ან არ მოსწონს, რომელს ჩართავს და რომელს გამორთავს, ეს არ არის ივანიშვილის გადასაწყვეტი. ივანიშვილის გადასაწყვეტი რაც იყო, არ გადაწყვიტა, ან გადაწყვიტა უკუღმა, დაღუპა ქვეყანა და დააქცია“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.