მე-11 კლასელებისთვის დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ტარდება.
მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (12 ივნისი – გეოგრაფია; 13 ივნისი – ბიოლოგია; 14 ივნისი – ფიზიკა; 15 ივნისი – ქიმია) ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდებისათვის 38 800 – ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.
მათივე ცნობით, როცა მოსწავლე ვერც ერთ კითხვას ვერ გასცემს სწორ პასუხს, 5.0 ქულას მაინც მიიღებს (შეფასება 5.0-დან იწყება), ზღვრის დასაძლევად მას მხოლოდ 5.5 ქულის მიღება სჭირდება, რაც სიმბოლური ბარიერია.
„ამ ქულის მიღება დაახლოებით 15 უმარტივეს კითხვაზე სწორი პასუხითაა შესაძლებელი. ბარიერის თუნდაც მინიმალურად დაწევა გამოცდის გაუქმების ტოლფასი იქნება, რადგან სისტემა მინიმალურ კომპეტენციასაც ვეღარ შეამოწმებს“,-აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.
მოსწავლეები, რომლებმაც 2016 წლის მაისში რომელიმე საგანში ვერ დაძლიეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ამ კონკრეტული გამოცდის ჩაბარებას ერთი წლის შემდეგ შეძლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.