დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ
12-06-2016, 03:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

 

 

დევნილებსა და ეკომიგრანტებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჰუმანიტარული ტვირთი (გასაშლელი საწოლები) და კერძო კომპანიისგან სპორტული ფეხსაცმელები გადაეცათ. მინისტრმა ის სახლებიც მოინახულა, რომლებსაც სამინისტრო, მონიტორინგის დასრულების შემდგომ, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის შეისყიდის.

 

 

სოზარ სუბარი სოფელ ჭუბერში აფხაზეთიდან დევნილ ცინდელიანების ოჯახსაც ესტუმრა. დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ურთიერთპარტნიორობის ფარგლებში, სამედიცინო კლინიკა „გორმედ“-მა ცინდელიანების 6-სულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა, რაც მათ შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც დაეხმარება.

 

 

დევნილთა სამინისტროს ცნობით, მერაბ ცინდელიანი მეუღლესთან ერთად აფხაზეთში ცხოვრობდა, ომის დაწყების შემდგომ, კი საცხოვრებლად ჭუბერში გადმოვიდა. აფხაზეთის ომის დროს, კოდორის ხეობით წამოსულ დევნილებს ჭუბერში პირველი სწორედ ცინდელიანების სახლი ხვდებოდათ. მერაბ ცინდელაინმა და მისმა ოჯახმა ასობით დევნილს გაუწიეს დახმარება.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი