ფინეთი მზად არის, საქართველოსა და უკრაინისთვის, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს მხარი დაუჭირო, თუმცა თურქეთისა და კოსოვოს მხარდაჭერაზე თავს იკავებს.
ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო მდივანმა, ოლი-პეკი ჰეინონენმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას ყველა მოთხოვნა აქვს შესრულებული, შესაბამისად ფინეთი მზად არის დღესვე დაუჭიროს მხარი ამ ქვეყნებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს.
„რაც შეეხება თურქეთსა და კოსოვოს, საკითხი ღიად რჩება, რადგან ამ ქვეყნებს ვიზა-ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი მოთხოვნები ამ ეტაპისთვის სრულად არ დაუკმაყოფილებიათ“,-განაცხადა ფინეთის სახელმწიფო მდივანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.