წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოსახლეობა გზის აღდგენას ითხოვს
12-06-2016, 06:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

 

 

სამადლოს, კიკეთის და ბეთანიის მოსახლეობის თქმით, 13 ივნისის წყალდიდობიდან ერთი წელი გავიდა და დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენა ამ დრომდე არ მომხდარა.

 

 

მათი განცხადებითვე, ბეთანიიდან წყნეთში მოსახვედრად მათ 5-ჯერ მეტი გზის გავლა უწევთ.

 

 

ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას სთხოვენ.

 

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე დაიწყება.

 

 

„მუნიციპალური განვითარების ფონდს გადმოეცა წინა კვირას ეს პროექტი განსახორციელებლად და აქამდე ამერიკის მთავრობის დახმარებით კვლევა მიდიოდა საერთოდ შესაძლებელია თუ არა იქ გზის აღდგენა. კვლევამ აჩვენა და ამერიკელებმა რეკომენდაცია გაგვიწიეს, რომ შესაძლებელია იქ გზის აღდგენა. ორ კვირაში სატენდერო პროცედურები დაიწყება, ზაფხულის ბოლომდე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და ერთ წლიანი პროექტი იქნება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.  

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი