სულ მცირე 20 ადამიანია მოკლული ორლანდოში (ფლორიდა) გეი ღამის კლუბში მომხდარი სროლების შედეგად. ასევე, სულ მცირე 42 ადამიანს აქვს მიყენებული დაზიანებები.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ორლანდოს პოლიციის განცხადებით, ოფიცრები კლუბში სროლების დაწყებიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ შევიდნენ და მოკლეს თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა, მაგრამ მათ ჯერ არ იციან ეს შიდა თუ საერთაშორისო ტერორისტული აქტი იყო.
ღამის კლუბის მიმდებარედ სასწრაფო დახმარების ათეულობით მანქანა იყო მისული.დაზარალებულების ნაწილს ექიმებმა პირველადი დახმარება კლუბის გარეთ ქვაფინილებზე აღმოუჩინეს. ნათესავები ადგილობრივ საავადმყოფოსთან არიან შეკრებილი და მედპერსონალისაგან მოუთმენლად ელოდებიან ახალ ინფორმაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.