„მემარცხენე ალიანსმა“ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
12-06-2016, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

პოლიტიკურმა გაერთიანება „მემარცხენე ალიანსმა“ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

 

როგორც „მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენელმა, არჩილ ბენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელმოწერების შეგროვება პარტიის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებას უკავშირდება, რისთვისაც მათ სულ მცირე 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდებათ.

 

 

მისივე თქმით, „მემარცხენე ალიანსი“ უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის მიზნით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს, რისთვისაც ასევე ხელმოწერების შეგროვებას ახორციელებენ.

 

 

„ასევე ვაგროვებთ ხელმოწერებს, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისება აიკრძალოს. საქართველოს ემუქრება როგორც რუსეთის ოკუპაცია და ანექსია, ასევე საფრთხეა ტერიტორიების ოკუპაცია ფინანსური თვალსაზრისით, ამიტომ გამოვდივართ საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება კანონის ძალით აიკრძალოს“, - განაცხადა ბენიძემ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი