საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 12 ივნისის სხდომაზე, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: ალექსანდრე ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე) 13 მაისს წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება დააზუსტა.
კომისიის გადაწყვეტილებით, საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა და მათ მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ რეგისტრაციაში გატარდა.
დღესვე, კომისიის წევრებმა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში (73 საოლქო საარჩევნო კომისია) დროებითი წევრები აირჩიეს.
როგორც სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს კანონმდებლობით საბოლოოდ განისაზღვრება ოჯახის ცნება.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა აღნიშნული ჩვენი მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს, არჩევნებთან ერთად გაიმართება რეფერენდუმი ამ საკითხზე და საქართველოს მოსახლეობა თავის ნებას გამოხატავს. ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება ამ თემაზე საუბარი, სპეკულაციები და საქართველოს კანონმდებლობით საბოლოოდ განისაზღვრება ოჯახის ცნება“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა სანდრო ბრეგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.