პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
კერძოდ კი ქალაქ მარნეულში აზერ სულეიმანოვია წარდგენილი, მარნეულის რაიონში კი - აჰმედ იმამყულიევი.
ორივე მათგანი მარნეულის ცენტრში შეკრებილებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ წარუდგინა.
„ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატები, რომლებიც არიან საქართველოს პატრიოტები, რომლებიც არიან თავისი რაიონის პატრიოტები და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა ეს კუთხე იყოს საქართველოს ერთ-ერთი დასაყრდენი“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.