გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისთვის" მინისტრთა მე-8 კონფერენციის ფარგლებში,გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს იბრაჰიმ სიაუს მინისტრის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებაზე (გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეა (UNEA) და UNEA -1 ის ბიუროს წევრობა; UNEA - 2 ის რეზოლუცია გარემოსდაცვითი განათლების თემაზე; ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკა; თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის თემაზე და თანამშრომლობის გაძლიერება UNEP -ის ევროპის რეგიონულ ოფისთან) იმსჯელეს.
გიგლა აგულაშვილმა და იბრაჰიმ სიაუმ ახალ პროექტს მოაწერეს ხელი.
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინასებული პროექტი „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" აღმასრულებელი სააგენტოდ სამინისტრომ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა შეარჩია.
პროექტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მეშვეობით ახორციელებს.
საპილოტე პროექტების მიზანია ქარსაფარი ზოლების გაშენება, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და საძოვრების მდგრადი მართვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.