ორლანდოში (ფლორიდა) გეი ღამის კლუბში მომხდარი სროლების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 50-მდე, დაჭრილების რიცხვი კი - 53 ადამიანამდე გაიზარდა.
ამის შესახებ „როიტერი“ ქალაქის მერზე დაყრდნობით იუწყება.
შემთხვევა 12 ივნისს გამთენიისას მოხდა.
ორლანდოს პოლიციის განცხადებით, ოფიცრები კლუბში სროლების დაწყებიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ შევიდნენ და მოკლეს თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.
ოფიციალურად უკვე დასახელდა დამნაშავის ვინაობა - ის ომარ მათინია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ინციდენტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.