მთავარი პროკურატურა ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებას ეხმაურება.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპერატიული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
"გამოძიება წარმოებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იგი მოიცავს ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ინტერნეტში გავრცელების ფაქტების გამოძიებას,"- ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"რუსთავი-2"-ის ცნობით, პროკურატურაში დაკითხვაზე გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე იმყოფებოდა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინათ აიტვირთა. წუხელ კი ფარული ჩანაწერის ინტერნეტ-მისამართები რამდენიმე ადამიანს გადაეგზავნა.
ერთ-ერთი, ვინც ბმული მიიღო, არის ორგანიზაცია "ამბრელას" წევრი, ლუკა ფეიქრიშვილი. ფეიქრიშვილის დაკითხვა პროკურატურაში ერთ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
ვიდეოები მუქარას შეიცავს და მითითებულია, რომ კონკრეტულ პირთა შესახებ ფარული ჩანაწერები მომავალშიც გამოქვეყნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.