შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კვირას დილით ორლანდოს გეიკლუბზე შეიარაღებული თავდასხმა აღწერა, როგორც "ტერორის აქტი და სიძულვილის აქტი".
ამერიკელები არიან გაერთიანებული "მწუხარებაში, აღშფოთებაში და გაბედულებაში, დაიცვან ჩვენი ხალხი," თქვა მან.
29 წლის ომარ მათინმა, ორლანდოში (ფლორიდა) კლუბ Pulse–ში 50 ადამიანი მოკლა და 53 დაჭრა, სანამ მას პოლიცია მოკლავდა.
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფოს დაჯგუფებამ განაცხადა, რომ რომ თავდასხმის უკან ის იდგა, მაგრამ მისი ჩართულობის ხარისხი მკაფიო არაა, წერს BBC.
ორლანდოს პოლიციის განცხადებით, ოფიცრები კლუბში სროლების დაწყებიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ შევიდნენ და მოკლეს თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.
ამერიკულმა მედიამ ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა. ომარ მათინის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილის მოტივებს არაფერი საერთო რელიგიასთან არ ჰქონია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.