პრემიერ-მინისტრი ინვესტორებს მიმართავს
13-06-2016, 01:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, ინვესტორებს ვუთხრა, ის რასაც თქვენ ხედავთ დღეს საქართველოში - სასტუმროების უპრეცენდენტო დატვირთულობა, არ იქნება ერთჯერადი და მინდა მოგიწოდოთ, ინვესტიციები შეუსაბამოდ სწორედ იმ დატვირთვას, რომელიც წელს არის საქართველოში და ის კიდევ უფრო გაიზრდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 


მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის და ადგილობრივი ბიზნესის წახალისება ისეთი პროგრამებით, როგორიც არის „ჩექ ინ ჯორჯია“, გაგრძელდება.

 


„უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. სამეთვალყურეო საბჭოში შევლენ წამყვანი ტურისტული და სხვა სექტორების წარმომადგენლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას მომავალი წლის ანალოგიური პროგრამის დაგეგმვაში და როდესაც ბიუჯეტის შედგენა მოხდება წელს შემოდგომაზე, წელსვე მოხდება მომავალი წლის ასეთი წარმოდგენების მთელი სერიის ბიუჯეტირება. შედგება კალენდარი და მის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს ის სამეთვალყურეო საბჭო, სადაც იქნებიან როგორც ეკონომიკური ბლოკის, კულტურის სამინისტროს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. დატვირთვა, რომელიც წელს აქვს ტურისტულ კომპანიებს და სასტუმროებს, გაიზრდება და ჩვენ ამის გარანტიას ვიძლევით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „ჩექ ინ ჯორჯია“ არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პოპულარული შემსრულებელი, ეს არის როგორც უცხოელი ისე ადგილობრივი შემსრულებლების მიერ გამართული წარმოდგენების მთელი სერია, მაგრამ ეს უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, ტურიზმის წახალისების კუთხით, რაც პირდაპირ არის მიმართული მოქალაქეების და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდისკენ.

 


„ძალიან კარგად ჩატარდა განვლილი კონცერტები, იმის მიუხედავად, რომ ბათუმის კონცერტის შემთხვევაში ამინდმა გარკვეული შეფერხებები შექმნა. იყო დიდი დასწრება და ბათუმმა ნახა ტურისტების უპრეცედენტო მოზღვავება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო სექტორის მხრიდან ცოტა მეტი დახმარებაა საჭირო კერძო სექტორზე, ეს ეხება როგორც ცენტრალურ, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, ვინაიდან კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მთლიანად მზად ასეთი ტიპის დატვირთვის ზრდისთვის. ალბათ, მომავალში ეს გასათვალისწინებელი იქნება და უკეთესი კოორდინაცია იქნება საჭირო - ეს უფრო ეკონომიკურ ბლოკს ეხება და არა კულტურის სამინისტროს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი