დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დასავლეთისთვის დამღუპველი იქნება, - აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გერმანულ გამოცემა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„დიდი ბრიტანეთის გასვლა შესაძლოა დასასრულის დასაწყისი გახდეს არამხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ დასავლეთის მთელი პოლიტიკური ცივილიზაციისთვის“, - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, ევროკავშირიდან გასვლა დიდი ბრიტანეთისთვის უარყოფით პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს, ევროპული ქვეყნების ეკონომიკაზე კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
რეფერენდუმი აღნიშნულ საკითხზე 23 ივნისს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.