საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მისი თქმით, ეს ტრაგედია აასმაგებს მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას.
„შეძრწუნებული ვარ თავზარდამცემი ტერაქტის გამო, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი სისასტიკის სამიზნე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს მოქალაქეების თავისუფლებისა და ოცნების ქვეყანა. ეს ტრაგედია, არის ძალიან მკაფიო სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აასმაგებს მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას.
ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს, თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“,-აცხადებს მთავრობის მეთაური.
მიმდინარე წლის 12 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში მომხდარ ტერორისტულ აქტს 50 ადამიანი ემსხვერპლა, 53 კი დაშავდა. ქალაქ ორლანდოში შეიარაღებული თავდასხმა ღამით ერთ-ერთ გეი კლუბზე ეროვნებით ავღანელმა, ამერიკის მოქალაქემ ომარ მატინმა განახორციელა. ის პოლიციამ ადგილზე მოკლა. თავდასხმა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ყველაზე სისხლიან ტერაქტად შეფასდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.